ლავროვი: უკრაინელი მეზღვაურების გადაცემის შესახებ საუბარი მხოლოდ სასამართლოს შემდეგ შეიძლება

სერგეი ლავროვის მორიგი მუქარა

25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინის გემებისა და მეზღვაურების ბედთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ სხვადასხვა ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ნატო. ისინი რუსეთისგან მეზღვაურების უპირობო განთავისუფლებას ითხოვენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პარასკევს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებები მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება შესაძლებელი. “როცა გამოძიება დასრულდება, იქნება სასამართლო. როგორც კი სასამართლო დასრულდება, შესაძლებელი გახდება იმაზე საუბარი, როგორ შეიძლება მათი მდგომარეობის შემსუბუქება ან მოხდეს კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმება” – ლავროვმა იტალიაში ვიზიტისას განაცხადა – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიპანკ-ჯგუფ Buzzcocks -ის ლიდერი პიტ შელი გარდაიცვალა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაCNN: თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი ამ დღეებში გადადგება