რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, მოსკოვში უნდა ჩავიდეს.
„პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გასული ბოლო ექვსი წლის ისტორიის მიუხედავად, იგი მასთან შეხვედრისთვის კვლავ მზადაა. მან ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ზელენსკიმ პირისპირ შეხვედრისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა პუტინმა უპასუხა, რომ თუ ზელენსკის შეხვედრა სურს, მაშინ მოსკოვში ჩამოვიდეს და ჩვენ მის უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, – აღნიშნა ლავროვმა.
















