ლავროვი – თუ დასავლეთს რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე სურს, მაშინ ალბათ, დასავლეთთან სალაპარაკო არაფერია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განაცხადებით, თუ დასავლეთის ქვეყნებს სურთ რუსეთის უკრაინასთან დამარცხება, მაშინ მათთან სალაპარაკო არაფერია.

„თუ [დასავლეთს] სურს არა მოლაპარაკება, არამედ უკრაინის გამარჯვება რუსეთზე ბრძოლის ველზე, მაშინ ალბათ, დასავლეთთან სალაპარაკო უბრალოდ არაფერია, რადგან ამ მიდგომებით, ფაქტობრივად, ის უკრაინას სამშვიდობო პროცესზე გადასვლის საშუალებას არ აძლევს“, – აღნიშნა ლავროვმა „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის დაზვერვა – უკრაინის ძალები ხერსონის ოლქში შეტევას განაგრძობენ, რუსეთი კი სლავიანსკისა და კრამატორსკზე თავდასხმებისთვის ემზადება
შემდეგი სტატიამიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს