22.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
banner

ლავროვი სოხუმში ახალ საელჩოს გახსნის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს აფხაზეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა ავრცელებს. 18 აპრილს ლავროვი აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, 19 აპრილს კი დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდება. მხარეები აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციის გამტკიცებაზე ისაუბრებენ.

რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსი სოხუმში მდებარეობს ლაკობას და აიდგილარას ( ყოფილი ფრუნზეს) ქუჩების გადაკვეთაზე. კომპლექსში შედის ელჩის რეზიდენცია, სამეურნეო ობიექტები, საცხოვრებელი შენობა, დეკორატიული და საცურაო აუზები, ღია ტერასა, სოლარიუმი, ავტოსადგომი. კომპლექსის არქიტექტურა გადაწყვეტილია რუსულ კლასიკურ სადარბაზო სტილში.
არაოფიციალური მონაცემებით კომლექსი 37 მილიონი დოლარი დაჯდა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: მთავრობა ხალხს ბიზნესის წინააღმდეგ აბუნტებს
შემდეგი სტატია„თაიმერს“ გალში მოკლული ცოლ-ქმრის ფოტო მიაწოდეს