ლავროვი სკრიპალის საქმეზე: ბრიტანეთი საერთაშორისო ნორმებს არ იცავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა ბრიტანეთს მოუწოდა მოსკოვს გადასცეს იმ ნივთიერების ნიმუში, რომელითაც, ბრიტანეთის სპეცსამსახურების თქმით, რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. ლავროვის თქმით, ბრიტანეთი საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, ვალდებულია ასე მოიქცეს.

“თუკი ვისაუბრებთ იმაზე, რა უნდა გააკეთოს ბრიტანეთმა ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად, მაშინ ასე ასეა: პირველი – დაუყოვნებლივ, მაშინათვე, როგორც კი ეჭვი გაჩნდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება იქნა გამოყენებული, რომელიც კონვენციით აკრძალულია, მათ დაუყოვნებლივ უნდა მიემართათ იმ ქვეყნისთვის, რომელიც აღნიშნული ნივთიერების მწარმოებელია” – თქვა ლავროვმა. ასევე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ მოსკოვმა ლონდონს ოფიციალურად მოსთხოვა ნივთიერებაზე წვდომა, რომლითაც, სავარაუდოდ, მოწამლეს სკრიპალი, თუმცა, ბრიტანეთმა უარი განაცხადა. ლავროვმა თქვა, რომ თუკი ეს ინფორმაცია ოფიციალურად იქნება მიღებული, რუსეთი მზად არის ბრიტანეთთან ითანამშრომლოს.

გუშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში განაცხადა, რომ რუსეთის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, რომელიც რუსეთშია დამზადებული. პრემიერის თქმით, ნივთიერება ახალ თაობას განეკუთვნება და ასეც ქვია “ნოვიჩოკი” (ახალი – რედ).
“ნივთიერების იდენთიფიცირება მოახდინეს თავდაცვის საკითხებში, მეცნიერებასა და ლაბორატორიული ტექნოლოგიების მსოფლიოში წამყვანმა ექსპერტებმა პორტონ დაუნში, რუსეთი ადრე აწარმოებდა ამ ნივთიერებას და შესაძლოა, ახლაც აწარმოებს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის სახელმწიფომ წინა მკვლელობას სპონსორობა გაუწია და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი თვლის, რომ მისი ქვეყნის მოქოალაქე, რომელიც ახლა სხვა ქვეყანას ემსახურება მკვლელობის ლეგიტიმური მიზანია, მთავრობამ დაადგინა, რომ რუსეთი დიდი ალბათობით პასუხისმგებელია მოქმედებაზე, რომელიც სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული” – თქვა მეიმ პარლამენტში.

“ეს ან რუსეთის მთავრობის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი მოქმედებაა, ან რუსეთის მთავრობამ დაკარგა კონტროლი კატასტროფულად საშიში მომწამვლელი ნივთიერების გავრცელებაზე და ის სხვის ხელში მოხვდა” – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა. მან რუსეთს სამსაბათემდე მისცა ვადა, რომ მომხდარზე ახსნა-განმარტება გააკეთონ.

“თუკი რუსეთის მხრიდან არ იქნება პასუხი, რომელიც ნდობას გამოიწვევს, სკრიპალის მოწამვლა ჩაითვლება რუსეთის სახელმწიფოს მიერ ძალების კანონსაწინააღმდეგო გამოყენებად ბრიტანეთში” – განაცხადა ტერეზა მეიმ.

ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “Новички” საბჭოთა მეცნიერებმა საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოიგონეს.

banner
წინა სტატიაშისკრიპალის საქმეზე აშშ ლონდონს მხარდაჭერას უცხადებს
შემდეგი სტატიაგაერო სინგაპურს ჩრდილოეთ კორეაში ალკოჰოლით ვაჭრობაში სდებს ბრალს