ლავროვი საკუთარ განცხადებებში პირდაპირ მიუთითებს,რომ ქართველ სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ რუსულ მხარესთან კავშირი – ტუღუში

news
ავტ.: news თებერვალი 21, 2017 15:52

ლავროვი საკუთარ განცხადებებში პირდაპირ მიუთითებს,რომ ქართველ სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ რუსულ მხარესთან კავშირი – ტუღუში

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, რუსეთში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის მიერ, ლავროვის განცხადებებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება. გიორგი ტუღუში ამბობს, რომ მიუნხენის 53-ე კონფერენციაზე ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, ხელისუფლების დუმილი, ოკუპაციის თემის დაკნინებაა. მისივე თქმით, სერგეი ლავროვი საკუთარ განცხადებებში პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქართველ სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ პირდაპირი თანამშრომლობა რუს სამართალდამცავებთან, რაც მისი თქმით, ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს.

„გამოდის, რომ ჩვენ საერთოდ უნდა დავივიწყოთ თურმე ოკუპაციის თემა და ომი კიდევ ჩვენ დაგვიწყია. გარდა ამისა მისი მხრიდან იყო მესიჯები, ამას შეიძლება ვუწოდოთ გარკვეულწილად ცერცვაძის თემის გაგრძელება, როდესაც ლავროვი პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩვენ სამართალდამცავ სტრუქტურებს პირდაპირ უნდა ჰქონდეთ თანამშრომლობა რუსებთან, რომ გაუადვილონ მათ თუნდაც წვდომა ინფორმაციაზე და იმ პირების დაკავება და დაპატიმრება, რომლებმაც ზიანი მიაყენეს რუსეთის ინტერესებს,“-განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

news
ავტ.: news თებერვალი 21, 2017 15:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics