ლავროვი – რუსეთი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ბირთვულ სფეროში სიგნალად განიხილავს

რუსეთი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ბირთვულ სფეროში სიგნალად განიხილავს, ეს თვითმფრინავები განადგურდება ისევე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა იარაღი და მათი გამოჩენა არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„F-16 გამანადგურებლები უკვე დიდი ხანია არის მიწოდების მთავარი საშუალება ეგრეთ წოდებული ნატო-ს ერთობლივი ბირთვული მისიების ფარგლებში, ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია არ მივიჩნიოთ ამ სისტემების მიწოდება კიევის რეჟიმისთვის, როგორც ნატო-ს მიზანმიმართული სასიგნალო ქმედება ბირთვულ სფეროში. ცდილობენ გავიგოთ, რომ აშშ და ნატო მზად არიან ყველაფრისთვის უკრაინაში “, – განაცხადა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშიტიხანოვსკაია – ბელარუსი და ქართველი ხალხის მომავალი ევროპაშია და არა რუსეთში
შემდეგი სტატიალავროვი – კიევში „ომის პარტიის“ მმართველობის პირობებში მშვიდობის შესახებ დიალოგი ძნელი წარმოსადგენია