ლავროვი: რუსეთი საპასუხოდ ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთი საპასუხო ზომად ბრიტანელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას აპირებს – სიტუაცია ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ლონდონთან ახლოს მდებარე ქალაქ სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის გამო დაიძაბა.
ლავროვს არ დაუკონკრეტებია რამდენ დიპლომატს გაუშვებენ რუსეთიდან.
ბრიტანეთმა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 23 რუს დიპლომატს ქვეყანას დაატოვებინებდა, 14 მარტს მიიღო. დიპლომატები ქვეყნის დატოვებას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

banner
წინა სტატიაშიგუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად ორსული ქალი დაშავდა – დაშავებული შვედეთის მოქალაქეა
შემდეგი სტატიაექსკლუზვი: ნიკა გვარამია პატრიარქს შეხვდა