ლავროვი-რუბიოს შეხვედრა გადაიდო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა ჯერჯერობით გადადებულია. ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით დღეს, 21 ოქტომბერს გაავრცელა ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა.

20 ოქტომბერს რუბიომ და ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი შეხვედრა ამ კვირაში, სავარაუდოდ, 23 ოქტომბერს უნდა გამართულიყო და მოსამზადებელი ეტაპი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტების, ტრამპის და პუტინის შეხვედრისთვის, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტშია დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაში30-ზე მეტი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის სოლიდარობა ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს
შემდეგი სტატიაპატიმრობის 5 წელს სარკოზი პარიზის ისტორიული ციხის სამარტოო საკანში გაატარებს