ლავროვი: ნატოს რუსეთთან დაკავშირებით ბოროტი განზრახვები აქვს

ლავროვი: ნატოს რუსეთთან დაკავშირებით ბოროტი განზრახვები აქვს

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთთან დაკავშირებით ბოროტი განზრახვები აქვს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა – რუსული მედია წერს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატოს რუსეთის საზღვართან მიახლოების შეჩერება ერთ-ერთი ვალდებულებათაგანია, რომელიც მას საკუთარ თავზე აქვს აღებული. “უკვე არა მხოლოდ იგნორირებას ახდენენ, როდესაც ჩვენ ვთავაზობთ ხელახლა დაადასტურონ ის, რაც გაცხადებული ჰქონდათ – მაგალითად, უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპი – რომ ევროატლანტიკაში არავინ არ უნდა გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე, ისინი უარს ამბობენ ამ პრინციპზე და ეშინიათ ის კიდევ ერთხელ დაადასტურონ. დასკვნა ძალიან მარტივია. გამოდის, მათ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით გარკვეული ბოროტი განზრახვები აქვთ. მინდა ვცდებოდე” – ლავროვმა თქვა.

გუშინ, ორშაბათს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსის ძალების მაღალი მზადყოფნა უგამონაკლისოდ თავდაცვითი მიზნებისკენ არის მიმართული . მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რომ დასავლეთის სამხედრო ოლქში დამატებით 20 სამხედრო ბრიგადას შექმნის.

“ის, რასაც ვხედავთ, ეს რუსეთის ფედერაციის მოქმედების მოდელია, რომლის ფარგლებშიც რუსეთმა უკანასკნელ ხანებში ძლიერი ინვესტირება გააკეთა ახალ სამხედრო შესაძლებლობებში. მაგრამ არა მხოლოდ ეს. რუსეთი მზად იყო მეზობლების წინააღმდეგ სამხედო ძალები გამოეყენებინა. საქართველოში, უკრაინაში დესტაბილიზაციას განაგრძობს დონბასსა და აღმოსავლეთ უკრაინაში… ეს ერთერთი მიზეზია იმისი, თუ რატომ გაზარდა ნატომ უკანასკნელ წლებში საკუთარი ძალები” – სტოლტენბერგმა თქვა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო – ეს პირველ ყოვლისა თავდაცვითი კავშირია, რომელიც მოწოდებულია დაიცვას საკუთარი მოკავშირეები. “ჩვენ ჩვენი მოკავშირეების დაცვის მზაობის დემონსტრირებას ვახდენთ, ასევე, ერთობლივი სწავლებებით. მაგრამ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ თავდაცვის მიზნით კეთდება” – სტოლტენბერგმა თქვა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის კორუფციასთან ბრძოლის ახალმა პროკურატურამ მუშაობა დაიწყო
შემდეგი სტატიასინოვაკმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო