ჩვენ კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მოლაპარაკებების ამ პერიოდში სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ შეჩერდება,-ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პუტინსა და ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადი.
,,ეს გამოცდილება უკვე გავიარეთ და შესაბამისი დასკვნებიც გავაკეთეთ. ამასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, (რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა) დმიტრი პესკოვმა უკვე ისაუბრა. მიწვევა ამ პერსონაჟისთვის გაგზავნილია. თუ შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს. და ეს უკვე უზარმაზარი კეთილი ნების ჟესტია ჩვენი მხრიდან, რადგან მას ჯერ კიდევ არ გაუუქმებია თავისი დეკრეტი პუტინთან და მის გუნდთან კონტაქტების აკრძალვის შესახებ. ასე რომ, კეთილი ნება ჩვენ არ გვაკლია, მას კი, როგორც ვხვდები – ბოროტი თვისებები“,- განაცხადა ლავროვმა.








