ლავროვი – მოსკოვი იმედოვნებს, რომ აშშ და ნატო შეწყვეტენ საქართველოს წაქეზებას

რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ და ნატო შეწყვეტენ საქართველოს წაქეზებას, დაუპირისპირდეს რუსეთს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ საკითხებშია ნათქვამი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პრესკონფერენცისთვის იყო მომზადებული.

„დაძაბულობის ესკალაციის რეალური საფრთხე და სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა არის ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაჩქარებული სამხედრო-პოლიტიკური განვითარება. ჩვენ მოწმენი ვართ მოწინავე პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ალიანსს, ვაშინგტონს და საქართველოსთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ-სა და ნატო-ში სერიოზულად მიიღებენ ჩვენს გაფრთხილებებს და შეწყვეტენ საქართველოს წაქეზებას, დაუპირისპირდეს რუსეთს. ჩვენი მხრიდან, მუდმივი ინტერესი რჩება ორმხრივი ურთიერთობების თანმიმდევრული ნორმალიზებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდაბრუნდება თუ არა ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საკანონმდებლო ორგანოში?!
შემდეგი სტატია“სამშვიდობო პროცესში მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს”