ლავროვი – მოლაპარაკებების დასაწყებად ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთისთვის წაყენებული პირობები არასერიოზულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის პირობა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის აუცილებელია, რუსეთმა თავისი ჯარი იმ პოზიციებზე დააბრუნოს, რომელიც 24 თებერვლამდე ეკავა, მიუღებელია.

“ეს აბსოლუტურად არასერიოზული მიდგომაა, უფრო მეტიც, სრულიად ეწინააღმდეგება იმ ინიციატივებს, რომლებიც თავად უკრაინის დელეგაციამ წამოაყენა 29 მარტს აქ (თურქეთში)”, – განაცხადა ლავროვმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან ანკარაში შეხვედრის შემდეგ.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მანამ, სანამ რაიმე დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყება, რუსული ჯარი ომამდელ პოზიციებს უნდა დაბრუნდეს.

banner
წინა სტატიაშიხუციშვილი – არანაირი კითხვა არ არსებობს, როგორ ხდება სანქციების აღსრულება საქართველოში, საბაჟო ორგანოებმა 90-ზე მეტი ოპერაცია შეაჩერეს, რადგან იყო ეჭვი გარკვეულწილად სანქციების წესის შესაძლო დარღვევაზე
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – საზღვარგარეთ არ გავაკეთებ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და მით უმეტეს შეწყალებაზე, რომელიც ჩემი დისკრეციული უფლებაა