ლავროვი – კრემლის მიზანი ჩინეთთან კავშირების განვითარებაა – უნდა შევწყვიტოთ რაიმე სახის დამოკიდებულება დასავლეთიდან აბსოლუტურად ყველაფრის მოწოდებაზე

მოსკოვი ყურადღებას გაამახვილებს ჩინეთთან კავშირების განვითარებაზე და შეწყვეტს დასავლეთიდან მომარაგებაზე დამოკიდებულებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, კრემლის მიზანია ჩინეთთან კავშირების შემდგომი განვითარება ახლა, როდესაც დასავლეთმა „დიქტატორის პოზიცია“ დაიკავა უკრაინაში ომის ფონზე.

„თუ მათ (დასავლეთს) სურთ რაიმე შემოგვთავაზოს ურთიერთობების აღდგენის კუთხით, მაშინ ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ, გვჭირდება თუ არა ეს“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ჩინეთს აქვს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, „რომელიც არანაირად არ ჩამოუვარდება დასავლეთს“.

„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რაიმე სახის დამოკიდებულება დასავლეთიდან აბსოლუტურად ყველაფრის მოწოდებაზე, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოების, ეკონომიკისა თუ ჩვენი სამშობლოს სოციალური სფეროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სექტორების განვითარება“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთს „მხოლოდ საკუთარი თავის და იმ ქვეყნების იმედი აქვს, რომლებმაც დაამტკიცეს სანდოობა და სხვის დაკრულზე არ ცეკვავენ“.

banner
წინა სტატიაშიNL Times – ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მალე გახდება
შემდეგი სტატიაკობახიძე – აშშ-ის საელჩო თუ განცხადებას არ გაავრცელებს, ეს გასაგები იქნება და საზოგადოებას უფლება ექნება, საუბარი მოსამართლის დისკრიმინაციაზე რადიკალური ოპოზიციის მორიგ დემაგოგიად მიიჩნიოს