მშვიდობის შესახებ დიალოგი, კიევში „ომის პარტიის“ მმართველობის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„კიევს „ომის პარტია“ მართავს და ცდილობს, როგორც მინიმუმ სიტყვით, დაამარცხოს რუსეთი „ბრძოლის ველზე“. ასეთ პირობებში ძნელი წარმოსადგენია დიალოგი მშვიდობის შესახებ“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, 2022 წლის 30 სექტემბრიდან უკრაინაში რუსეთთან მოლაპარაკებები იურიდიულად აკრძალულია.
„რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის სამართლებრივ სტატუსს 20 მაისის შემდეგ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოიწურა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ საკითხზე საკმაოდ მკაფიოდ ისაუბრა“, – აღნიშნა ლავროვმა.