იპოვეს რაღაც დრონი. თქვეს, რომ ეს რუსული დრონი იყო და გამოძიებით არავინ შეწუხებულა. ეს, ფაქტობრივად, ნამდვილი ომის დასაწყისია,-განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან.
,,მათ გამოაძევეს გენერალური საკონსულო ბონიდან და გამოაცხადეს, რომ შეთანხმება შეწყვიტეს. ბერლინში რუსეთის სახლს ხურავენ. მახსენდება, რომ მეორე მსოფლიო ომის, უფრო სწორად, დიდი სამამულო ომის დაწყებამდე, გერმანელებმაც დახურეს თავიანთი დიპლომატიური მისიები”,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად დააკისრა პასუხისმგებლობა რუსეთის სპეცსამსახურებს 4-5 აგვისტოს ღამეს, ლაიფციგ/ჰალეს სტრატეგიულ აეროპორტში მომხდარ ინციდენტში, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონების გამოყენებით უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების განადგურებას ისახავდა მიზნად.








