,,ლავროვი იმ სტრატეგიასა და პოლიტიკას ახმოვანებს, რაც რუსეთისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და მისაღებია, ჩვენ ჩვენი გეგმები, ხედვა და პოლიტიკა გვაქვს”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმ სტრატეგიასა და პოლიტიკას ახმოვანებს, რაც რუსეთისთვის ამ დროისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და მისაღებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებებთან დაკაშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საქართველოს თავისი ხედვა და პოლიტიკა აქვს.

„ჩვენ ჩვენი გეგმები, ხედვა და პოლიტიკა გვაქვს. ეს პოლიტიკა განპირობებულია ამოცანით, რასაც ჰქვია სტაბილურობისა და განვითარების პროცესის შენარჩუნება. ამ პოლიტიკაში იგულისხმება ჩვენი ინტენსიური სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და ის ფორმატი მოლაპარაკებების, რაც რუსეთთან გაგვაჩნია ეკონომიკურ და ზოგიერთ სოციალურ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის თემა, რომელზეც ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, როცა რუსეთს მოუწოდა, აღადგინოს სტატუსქვო, რომელიც გაგვაჩნია. არც ამერიკას და არც ევროპას არ აქვთ ინტერესად ის, რომ აქ შეიქმნას ახალი ცხელი წერტილი და დაპირისპირების ის ხარისხი იყოს, რაც რეგიონალურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი შეფასებით, სერგეი ლავროვი რუსეთისთვის მისაღებ განცხადებებს აკეთებს.

„ლავროვი იმ განცხადებებს აკეთებს, რაც რუსეთისთვის არის მისაღები. რუსეთი რას გეგმავს, რას ახორციელებს, როგორ მოახდინა ტერიტორიების ოკუპაცია, რა მიზნით და რა სტრატეგიული ამოცანები აქვს, ეს სულ სხვა საკითხია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – გვაქვს ამბიცია და რესურსიც, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით შევიდეს 2020 წლის პარლამენტში
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – მთლიანად ვარ ჩართული პარტიულ საქმიანობაში და ასე ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას არჩევნების ბოლომდე