რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთმა რუსეთს ომი ღიად გამოუცხადა, ხოლო უკრაინას საბრძოლველად იყენებს.
“დასავლეთში ჩვენ წინააღმდეგ ღიად გამოაცხადეს ომი. კიევის რეჟიმს შუბის წვერად იყენებენ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს შუბის წვერი უსუსურია დასავლური იარაღის, სადაზვერვო მონაცემების, სატელიტური სისტემებისა და სამხედრო მოსამსახურეების გაწვრთნის მხრივ მატერიალური დახმარების გარეშე. კიევის რეჟიმსა და უკრაინულ სახელმწიფოს ღიად იყენებენ გეოპოლიტიკურ ტარანად. ზოგიერთმა პირმა, რომლებიც, მგონი ბელგიის გენერალურ შტაბში იყვნენ, საჯაროდ განაცხადეს, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადებიან, რომ უკრაინა მათ დროის მოგებაში ეხმარება”,_ ამბობს სერგეი ლავროვი.
















