29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ლავროვი: დასავლეთი ჩვენს მოკავშირეებს სათითაოდ იტაცებს, როგორც ეს საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში გააკეთა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი მოსკოვის გეოპოლიტიკურ მოკავშირეებსა და მეზობელ ქვეყნებს „სათითაოდ იტაცებს“, რისი თვალსაჩინო მაგალითიც საქართველო, მოლდოვა და უკრაინაა. ლავროვმა აღნიშნა, რომ ამჟამად დასავლეთის სახელმწიფოები ანალოგიურ „მცდარ ლოგიკაში“ სომხეთის ჩათრევასაც ცდილობენ.

ეს განცხადება რუსეთის მთავარმა დიპლომატმა „საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს“ ყოველწლიურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. კრემლის მაღალჩინოსნის თქმით, ვაშინგტონი და ბრიუსელი მიზანმიმართულად მოქმედებენ რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე:

„დასავლეთი თითო-თითოდ იტაცებს, ცდილობს ჩვენი მოკავშირეები ჩამოგვაშოროს, პირველ რიგში ჩვენი მეზობლებით დაწყებული, როგორც ეს გააკეთა საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში, როგორც ახლა აკეთებს უკრაინის შემთხვევაში და როგორც ახლა ცდილობს, რომ სომხეთი იმავე მცდარ ლოგიკაში ჩაითრიოს“, — განაცხადა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარაჟდენ კუპრაშვილი: თანხა რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლიდან ამოიღეს, მისი სახელფასო დანაზოგი იყო