რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა წითელი ჯვრის პრეზიდენტთან, მირიანა სპოლიარიჩთან შეხვედრისას მორიგი მკვეთრი განცხადება გააკეთა. ლავროვის მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნები მიზანმიმართულად ცდილობენ უკრაინის ხელისუფლების ქმედებების გადაფარვას.
„ეს მცდელობები განსაკუთრებით აშკარაა უკრაინის კრიზისის კონტექსტში, სადაც დასავლეთის ქვეყნები ყველანაირად ცდილობენ კიევის რეჟიმის გათეთრებას და დაფარვას, რომელიც ყოველდღიურად ჩადის ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევებს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს“, — განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი ნებისმიერ ვითარებაში გააგრძელებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას.

















