ლავროვი ბაქოში ალიევს სტუმრობს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და მათ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის და მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის პროცესის ირგვლივაც ისაუბრეს. ,,აზერბაიჯანს სურს ამ პრობლემის უმოკლეს დროში გადაწყვეტა,, აცხადებს ალიევი.
სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთ-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო მოცულობა, მიმდინარე წლის 9 თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის პროცცესს, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთს, როგორც ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წევრს, სურს დახმარება გაუწიოს პრობლემის გადაწყვეტის საკითხში სათანადო წინსვლას.
აღსანიშნავია, რომ ლავროვი, პრეზიდენტ ალიევამდე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი კირილი მოუწოდებს, რომ  ქრისეტეს მეორედ მოსვლა დაამუხრუჭონ
შემდეგი სტატიალონდონის აუქციონზე პოლ მაკარტნის, რინგო სტარის, ელტონ ჯონის და მადონას ძველებურ ავტომანქანებს გაიტანენ