ლავროვი ბაიდენსა და ზელენსკიზე – არ მაქვს სამედიცინო განათლება შევაფასო იმ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლებიც ყოველდღიურად ამტკიცებენ არაადეკვატურობას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების განცხადებებს რუსეთისგან ბირთვული საფრთხის შესახებ ცნობიერების ბობოქარი ნაკადია.

“მიჭირს კომენტარის გაკეთება იმაზე, რასაც ბოლო დროს აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა. ახლა დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი სიტყვიერ უსაქციელობას, რომელსაც საფუძველი არ აქვს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.

მან ზელენსკის სიტყვებს “ცნობიერების კიდევ უფრო ბობოქარი ნაკადი” უწოდა და დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ქმედებების გასაანალიზებლად სამედიცინო განათლებაა საჭირო.

“არ მაქვს სამედიცინო განათლება. ურსულა ფონ დერ ლაიენს აქვს სამედიცინო განათლება. ვერ გაგცემთ პასუხს იმ ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლებიც არაერთხელ, ყოველდღიურად ამტკიცებენ თავიანთ არაადეკვატურობას”, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა პუტინი, რამაც კიდევ უფრო მოაახლოვა უკრაინის გამარჯვება – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაბოლო დღეების ტრაგიკომედია სხვა ქვეყნის ლიდერებისთვის ხსნის, რატომ არის შეუძლებელი რუსეთთან მოლაპარაკება – პოდოლიაკი