16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ლავროვი: აშშ-ს ირანსა და ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა ნავთობისა და გაზის გამო სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვაშინგტონს ენერგორესურსებზე კონტროლის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აშშ-ის გეგმები ირანსა და ვენესუელაში რეჟიმის შეცვლის თაობაზე, მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება.

რუსი დიპლომატის მტკიცებით, ვაშინგტონის მთავარი სამიზნე ირანული და ვენესუელური ნავთობისა და გაზის მარაგებია.

ლავროვი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს არ სურთ ირანსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება.

მინისტრმა გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი შესაძლოა უფრო ფართო, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ულტიმატუმს, სადაც ის ირანს ენერგეტიკული ობიექტების განადგურებით დაემუქრა.

banner
წინა სტატიაშივიკა ფილფანი: ხომ დაასრულა პროდუქტის ფასებზე მუშაობა კომისიამ, რა შედეგი დადეთ? ის, რომ დღეს უფრო ძვირია ყველაფერი, ვიდრე 3 თვის წინ
შემდეგი სტატიარუსეთის დაზვერვა საქართველოს პატრიარქის არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს