ლავროვი: არსებობს მხოლოდ ანგლოსაქსების, მათი ხელქვეითების და კიევის კრიმინალური დამპალი ელიტის ინტერესი

„ასიათასობით უკრაინელის სიცოცხლე გადარჩება, თუ კიევი შეწყვეტს ბრძოლას“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რა მოხდება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას? 100 000 უკრაინელი სიცოცხლეს შეინარჩუნებს“, – აღნიშნავს ლავროვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინელი ხალხის ინტერესები არ არსებობდა.

„არსებობს მხოლოდ ანგლოსაქსების, მათი ხელქვეითების და კიევის კრიმინალური დამპალი ელიტის ინტერესი, რომელსაც ეშინია, რომ ომის დასრულებიდან ერთ დღეში ძალაუფლებას დაკარგავს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

banner
წინა სტატიაში“მივიწევთ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისკენ” – ერმაკი მათ შეხვედრას “შესაძლებლად” მიიჩნევს
შემდეგი სტატიაზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიების შესახებ