ლაურა ღაჭავას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაო შეეფარდა

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

ამასთან, სასამართლომ დამატებითი ღონისძიების სახით, ლაურა ღაჭავას აუკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

ლაურა ღაჭავას სახელმწიფოსთვის 2 მილიონ ლარზე მეტი ზარალის მიყენებას ედავებიან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 21 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ლაურა ღაჭავას მიმართ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

banner
წინა სტატიაში,,ყველაფერს აკეთებთ მესამე წელია,მაგრამ არაფერი გამოგივიდათ”-ვატო წერეთელი
შემდეგი სტატიაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს