ლატვიის თავდაცვის მინისტრი – საქართველოსთვის საფრთხე არსად გამქრალა, ეს ძალიან მკაფიოა, თითოეული ქვეყანა, რომელიც ახლოს მდებარეობს რუსეთთან, პოტენციური საფრთხის ქვეშაა

ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ბალტიის ქვეყნები, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიტყვები, არამედ მოქმედებაც. თუ ჩვენ შევხედავთ ამ ომის დასაწყისს, უკრაინაში შეჭრას, სწორად რომ გვემოქმედა 2008 წელს, როდესაც საქართველოში შეიჭრნენ, არ იქნებოდა 2014 წლის ყირიმი. სწორად რომ გვემოქმედა 2014 წელს, არ იქნება 2022, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სწორი მოქმედებაა საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ომი.

„საკითხავია, ვიმოქმედებთ ახლა სწორად, რათა თავიდან ავირიდოთ შემდგომი ომი ? ეს ძირითადად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება წინასწარ მეტი ძალების განთავსება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბალტიის ქვეყნები. უნდა იყოს შეიარაღება, დასავლეთის ეკონომიკური ბერკეტები უკრაინის დასახმარებლად უნდა იქნას გამოყენებული, რადგან უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და რუსეთი უნდა დამარცხდეს. აქ სხვა გამოსავალი არ არის. თუ ეს რთულია, მაშინ ჩვენ უბრალოდ ვუბიძგებთ რუსულ აქტივობებს მომდევნო წლებში და ჩვენ არ გვინდა ეს, რადგან ბალტიის ქვეყნები იხდიან სადილისთვის სხვების ნაცვლად. ჩვენ არ ვართ მზად, ეს გავაგრძელოთ. ეს არ არის მხოლოდ სასიამოვნო სიტყვები, ჩვენ გვსურს კარგი დოკუმენტები და დაპირებები, რომლებიც დაგვეხმარება“, – განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა.

ქართველი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მინისტერიალის ფარგლებში ამ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ორმხრივი საუბარი არ ჰქონია.

მისივე თქმით, საქართველოსთვის საფრთხე არსად გამქრალა და თითოეული ქვეყანა, რომელიც ახლოს მდებარეობს რუსეთთან, პოტენციური საფრთხის ქვეშაა. როგორც არტის პაბრიკსი ამბობს, სწორედ ამიტომ წევრიანდებიან ფინეთი და შვედეთი ნატო-ში – ესმით, რომ საფრთხის ქვეშ არიან.

„ამ ეტაპზე, არ მქონია ორმხრივი საუბარი ქართველ კოლეგასთან, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა სერიოზული საუბარი არსებულ ვითარებაზე უკრაინაში. უკრაინა იბრძვის ჩვენს ომში და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უფრო დიდი დახმარება, მეტი სამხედრო, აღჭურვილობითი დახმარება უკრაინისთვის. საქართველოსთვის საფრთხე არსად გამქრალა. ეს ძალიან მკაფიოა. თითოეული ქვეყანა, რომელიც ახლოს მდებარეობს რუსეთთან პოტენციური საფრთხის ქვეშაა. სწორედ ამიტომაა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი წევრიანდებიან ნატო-ში არა იმიტომ, რომ სხვა საქმე არაფერი აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ესმით, საფრთხის ქვეშ არიან. თუ როგორ ვიმოქმედებთ ახლა, ამაზეა დამოკიდებული ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მომავალი და ეს მხოლოდ სიტყვები არაა. დასავლური საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ხანდახან არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ თუ რამეს მოვიმოქმედებთ, ამან შეიძლება, გაამწვავოს ან პროვოცირება გაუკეთოს რუსეთს, მოიმოქმედოს ნებისმიერი რამ. ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად პროვოცირებას ვუკეთებდით რუსეთს იმით, რომ არაფერს ვმოქმედებდით. როდესაც ჩვენ სწორად არ ვრეაგირებთ საქართველოსა და ყირიმში შეჭრაზე, პროვოცირებას ვუკეთებთ რუსეთს, მეტად იმოქმედოს, რადგან, როგორც გახსოვთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა 24 აგვისტომდე მოკლედ თქვა, შეხედეთ მეგობრებო, ჩვენ შევიჭერით საქართველოში, დასავლური საზოგადოება სანქციებს გვიწესებს და შემდეგ ისინი დაიღალნენ, უკან მოცოცდნენ ძველი ცხოვრებისთვის. შეხედეთ „გარდიანის“ პუბლიკაციას გუშინ, გუშინ წინ – დასავლეთში ხალხი უკვე დაღლილია, მათ მშვიდობა სურთ, მათ არ ადართებთ, ვინაა დამნაშავე. მათ სურთ გაზი, საკვები, მარცვლეული და არ ანაღვლებთ სამართლიანობა, არ ანაღვლებთ ღირებულებები მრავალმხრივ. ეს მტკიცე სტატისტიკაა. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ასეთი ტიპის აზროვნება. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თუ გვსურს ჩაგვრის, აგრესორის შეჩერება, მას თვალებში უნდა ჩავხედოთ, ვუთხრათ, რომ ასე ვერ გააგრძელებს და ჩვენ შეგებრძოლებით. ეს არის ერთადერთი ვარიანტი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ლატვიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მხარს უჭერენ ქვეყნების გაწევრიანებას ნატო-ში, მაგრამ ამავე დროს ალიანსს აქვს კითხვა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც განაცხადს აკეთებენ, რამდენად არიან მზად გაწევრიანებისთვის.

მან მომდევნო კვირაში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრების შესახებაც ისაუბრა.

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მხარს დავუჭერთ ასეთი ტიპის წევრობას, მაგრამ მზად ხართ ამ ეტაპზე გაწევრიანებისთვის? და ასრულებდით თუ არა თქვენს საშინაო დავალებას. ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. ეს არის ასევე კითხვა ნატო-ს ალიანსისთვის, ეს არის კითხვა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც განაცხადს აკეთებს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვენელოვანი საკითხი რუსეთის უკრაინიდან გაძევებაა.

მომდევნო კვირაში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრებია. ჩვენ საზოგადოებაში ველით, რომ იქნება შესაძლებლობა უკრაინისთვის, გახდეს კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის. ეს იქნება რეალური გადაწყვეტილება. საქართველოს შესახებ ახლა ვერ გიპასუხებთ. ვფიქრობ, პირველ რიგში, ახლა საკითხი უკრაინაზე დგას, რადგან უკრაინა სისხლისგან იცლება“, – განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიბურჭულაძე – როგორც არასდროს, დღეს ისე გვჭირდება აგრესორის წინააღმდეგ გაერთიანება, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ იქნება სრულყოფილი შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გარეშე
შემდეგი სტატიაუახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან – ხოშტარია