ლატვიის სეიმის წევრი – გილოცავთ შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ხალხის ინტერესებსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს პირველ ადგილზე აყენებს

გილოცავთ შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ხალხის ინტერესებსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს პირველ ადგილზე აყენებს, – წერს „ტვიტერში“ ლატვიის სეიმის წევრი რიჰარდ კოლსი.

​„საქართველოში შედგა შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ! გილოცავთ ყველას მიმდინარე კრიზისიდან გამოსასვლელი შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ხალხის ინტერესებსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს პირველ ადგილზე აყენებს“, – აღნიშნულია ლატვიის სეიმის წარმომადგენლის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიედგარს რინკევიჩსი – იმედისმომცემი სიახლეებია საქართველოში
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა