ლატვიის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შესული ბელარუსის 28 მოქალაქე დააკავა. გამოცემა Delfi-ს ცნობით, მიგრანტებმა საზღვრის გადასაკვეთად სპეციალურად გათხრილი მიწისქვეშა გვირაბი გამოიყენეს.
მესაზღვრეებმა საზღვრიდან დაახლოებით 20 მეტრის დაშორებით მიწისქვეშა გასასვლელი აღმოაჩინეს, რომლის შესასვლელიც ხავსით იყო შენიღბული. დაკავების შემდეგ 28-ვე პირი ბელარუსის ტერიტორიაზე დააბრუნეს. ოფიციალური უწყების განცხადებით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც არალეგალებმა ლატვიაში შესაღწევად მიწისქვეშა გვირაბს მიმართეს.
მსგავსი მეთოდები დაფიქსირებულია მეზობელი ლიეტუვის საზღვარზეც. ლიეტუვის სასაზღვრო უწყების ინფორმაციით, დრუსკინინკაის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლატეჟერისის მახლობლად, სასაზღვრო ღობის ქვეშ ბელარუსიდან მომავალი 1,5 მეტრის სიღრმისა და 4 მეტრის სიგრძის დაუსრულებელი გვირაბი იპოვეს.

















