ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ამოუცნობმა დრონმა დაარღვია, რის გამოც რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ეს უკვე ზედიზედ მესამე დღეა, რაც ქვეყანა ანალოგიური საფრთხის წინაშე დგას.
როგორც ცნობილი ხდება, რუსეთმა ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული სისტემებისა და რადიოელექტრონული ჩახშობის გამოყენებით, ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ უკრაინული დრონების მიზანმიმართული გადამისამართება დაიწყო.
ლატვიის ცაზე დრონის გამოჩენისთანავე, საპასუხოდ, ბალტიის საჰაერო პატრულირების მისიის დაქვემდებარებაში მყოფი NATO-ს ავიაგამანადგურებლები ააფრინეს. ალიანსის წყაროების ცნობით, კრემლის მიზანია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ხელოვნური საგანგებო სიტუაციები შექმნას და წევრ ქვეყნებს ზიანი მიაყენოს. ამ ფონზე, ლატვიამ აღმოსავლეთ საზღვარზე საჰაერო თავდაცვა მაქსიმალურად გააძლიერა.


















