ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: პეტერ ფიშერის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული ენა ღრმად შემაშფოთებელია

პეტერ ფიშერის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული ენა ღრმად შემაშფოთებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„მხარს ვუჭერთ ელჩ პეტერ ფიშერს და ჩვენს გერმანელ კოლეგებს – მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული ენა ღრმად შემაშფოთებელია.

დიპლომატების ამგვარად მიზანში ამოღება არა მხოლოდ ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემას, არამედ ასევე საქართველოს კიდევ უფრო მეტად აქცევს იზოლაციაში“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაიწვიეს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის, რათა განისაზღვროს, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა.

banner
წინა სტატიაშიპრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ფორმულას ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას ეხმაურება
შემდეგი სტატიამოსამართლემ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა