2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

“რუსეთი აჭიანურებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და არ გააჩნია პოლიტიკური ნება, რომ ომი დაასრულოს”,_  ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.

“რუსული მხარის მოლაპარაკების ფორმატი ჩიხშია. ეს არაკეთილსინდისიერი მოლაპარაკებებია“, – განაცხადა ლატვიის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ბრაჟემ აღნიშნა, რომ სანქციების პაკეტი თავდაპირველად ძალიან მკაცრი იყო, თუმცა რამდენიმე ქვეყანა მის შესუსტებას ცდილობს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე შეთანხმების მისაღწევად მუშაობა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიაპროკურატურამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა