ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბელარუსმა უარი დამოუკიდებლობის ყოველგვარ ილუზიებზე თქვა

ბელარუსმა უარი დამოუკიდებლობის ყოველგვარ ილუზიებზე თქვა, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა.

კრიშიანის კარინში რამდენიმე დღის წინ, ომისთვის მზადების შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ბელარუსმა, როგორც ჩანს, უარი დამოუკიდებლობის ყოველგვარ ილუზიებზე თქვა. ლუკაშენკომ, როგორც ჩანს, მოსკოვს ქვეყანა მთლიანად გადასცა. ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სამწუხაროდ, დამოუკიდებელ ბელარუსს ვეღარ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ ბელარუსს, რომელსაც რუსეთი მთლიანად აკონტროლებს.

ამიტომ, რიტორიკა, რომელიც მინსკიდან მოდის, ჩემი აზრით, არის რიტორიკა, რომელიც წყალს ამღვრევს“, – აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე რაქვიაშვილს – ეთანხმებით თუ არა იმას, რომ საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში ქალი კოლეგები შეიძლება „ჰარემს“ დაუკავშირო რაიმენაირი გამონათქვამით
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში რეკრეაციული ზონების მოწესრიგება გრძელდება