ლატვიის პრეზიდენტმა ბელარუსის საზღვართან შექმნილი ვითარების გამო ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია

ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ბელარუსის საზღვართან შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას ლატვიის პრეზიდენტი Twitter-ზე აქვეყნებს.

„მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. დღის წესრიგშია: დასჯის პოლიტიკა ჰიბრიდული ომის პირობებში, ვითარება აღმოსავლეთ საზღვარზე და „ვაგნერის“ არსებობა ბელარუსის ტერიტორიაზე“, – განაცხადა რინკევიჩსმა.

მისივე თქმით, არალეგალური მიგრაციის ორგანიზებისთვის პასუხისმგებელი პირების სისხლის სამართლის პოლიტიკა ძალიან მსუბუქია.

„ვინც, არალეგალურ მიგრაციას ეხმარება და ორგანიზებას უწევს, ის ეხმარება ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს, ეხმარება მტერს. ამისთვის კი დაპატიმრების 30 დღე არის გათვალისწინებული, რის შემდეგაც ეს ხალხი აგრძელებს იგივე საქმიანობას. ეს ძალიან რბილი სასჯელია“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს სამხრეთით წინ მიიწევენ
შემდეგი სტატიაარ გვინდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება, პატიებას ვითხოვთ თუ ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა – სარჯველაძე შოვზე