ლატვიის პრეზიდენტი ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა

ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩსი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე. კიდევ ერთხელ დავადასტურე ლატვიის მხარდაჭერა ქართველი ხალხის, დემოკრატიული საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ. მთავრობის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ აშკარად ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და კონსტიტუციას” – წერს რინკევიჩსი.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს
შემდეგი სტატია“ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება” -აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების განცხადება