ლატვიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს – თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია

წარმატებისათვის საჭიროა ევროპული ორიენტაციის ერთსულოვნება, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი სოციალურ „ტვიტერში“ წერს, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება.

ლატვიის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიგიტანას ნაუსედა – ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს
შემდეგი სტატიაჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება საქართველოს 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვა – შოთა არველაძე