ლატვიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში გადადგება.

„ხუთშაბათს პრეზიდენტს ჩემი და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ განცხადებას წარვუდგენ“, – განაცხადა პრემიერმა პრესკონფერენციაზე.

კრიშიანის კარინშის ინფორმაციით, მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია “ახალი ერთობა” პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატურის არჩევას ოთხშაბათს გეგმავს. მომავალ პრემიერ-მინისტრს მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა უნდა მიანიჭოს.

banner
წინა სტატიაშირიკოთის მონაკვეთზე მეწყერი არ გააქტიურებულა, აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა, ჩატარდა ღონისძიებები და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო, ეს ოპონენტებმაც ძალიან კარგად იციან – ქარსელაძე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი მამისონის სასაზღვრო სექტორში იმყოფებოდა