ლატვიის ხელისუფლებამ, შესაძლოა, რუსეთის 800 მოქალაქის დეპორტაცია მოახდინოს

ლატვიის მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი მადარა პუკეს თქმით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც ლატვიური ენის გამოცდა ვერ ჩააბარეს, შეეძლოთ ორი წლის განმავლობაში დროებითი ნებართვისთვის მიემართათ, რის შემდეგაც მათი ლატვიური ენის ცოდნა კვლავ შემოწმდება დეპორტაციის საფრთხის გამო.

„ამ დროისთვის ლატვიაში ყოფნის უფლება 800 ადამიანს არ მიუღია, მათ არც მუდმივი და არც დროებითი ბინადრობის თხოვნით არ მოუმართავთ.

აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს შემდგომი გადამოწმებისთვის გადავეცით. უახლოეს კვირებში გაირკვევა, არიან თუ არა ეს ადამიანები ლატვიაში. თუ არიან, გასვლის ბრძანება გამოიცემა“, – განაცხადა ლატვიის მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი მადარა პუკემ.

ცნობისთვის, მანამდე, ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსებისთვის ლატვიურ ენაში გამოცდის ჩაბარების მოთხოვნა კანონიერად ცნო.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო უბნებთან დაგეგმილი აქციების მონაწილეებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება – რუსეთი
შემდეგი სტატიაქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა დაფინანსება გაორმაგდა