ლატვიის ჯანდაცვის მინისტრი ურიგო ოპერაციის შემდეგ გადადგა

ლატვიის ჯანდაცვის მინისტრი ურიგო ოპერაციის შემდეგ გადადგა

latviis-preლატვიის ჯანდაცვის მინისტრი, გუსტინ ბელევიჩი ქირურგიული ოპერაციის გამო გადადგა, რომელიც სახელმწიფო საავადმყოფოს ექიმებმა მას უფასოდ და რიგის გარეშე ჩაუტარეს. დღეს ბელევიჩმა მისი პარტიიდან წასვლის შესახებ დაწერა განცხადება.

ინფორმაცის იმის შესახებ, რომ ლატვიის ონკოლოგიურ ცენტრში მინისტრს ქირურგული ოპერაცია ჩაუტარდა, მედიაში გაჩნდა ანონიმი ექიმის ჩვენებაზე დაყრდნობით.

ოპერაცია, რომელიც ბელევიჩს ჩაუტარდა იმ სიაშია, რომელიც სანახევროდ ანაზღაურებადია სახელმწიფოს მიერ და მის გასაკეთებლად გარკვეული რიგის დაკავებაა საჭირო, თუმცა, მინისტრი რიგში არ იდგა და მას არც პაციენტის შესატანი გადაუხდია.

მედიაში ინფორმაციის გამოჩენის შემდეგ, პრემიერ-მინსიტრმა მარის კუჩინსკისმა, რომელიც იმავე პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის, რომელსაც ბელევიჩი, კორუფციასთან ბრძოლის ბიუროში განკარგულება გასცა მინისტრის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეესწავლათ.
დღეს ბელევიჩმა მწვანეთა პარტია დატოვა, ასევე დატოვა სეიმის დეპუტატის მანდატი.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა 13 ივნისის თბილისში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდება