ლატვიის ელჩი იანის ზლამეცი საქართველოს შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ შეთანხმებას ულოცავს

ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანის ზლამეცი საქართველოს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის, შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ შეთანხმებას ულოცავს, – ამის შესახებ დიპლომატმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლატვიის ელჩმა გიორგი კვირიკაშვილს, ასევე, საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება და პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ლატვიის რესპუბლიკის მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრაზე ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივასაც დაეთმო. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომლის მორიგი სხდომის გამართვა, თბილისში, მომავალ წელს იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიარსებობს ურყევი ნება და მზაობა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცედურები სწრაფად დასრულდეს – ზალკალიანი
შემდეგი სტატია„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება