ლატვიაში სოციალური ქსელი გატეხეს – შესვლისას პუტინი ჩნდება და რუსეთის ჰიმნი ისმის

 

ლატვიაში სოციალური ქსელი draugiem.lv. გატეხეს. გვერდზე შესვლისას რუსული ჰიმნი ისმის, ჩნდება ვლადიმირ პუტინის, რუსეთის არმიის და ფედერაციის დროშის ფოტო. მასზე გაკეთებულია წარწერა: “ამხანაგო ლატვიელებო. ეს თქვენ გეხებათ. რუსეთის საზღვარი არსად მთავრდება. რუსულ სამყაროს შეუძლია და უნდა გააერთიანოს ყველა, ვისთვისაც მნიშნელოვანია რუსული სიტყვა და კულტურა, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, რუსეთში თუ მის ფარგლებს გარეთ. ხშირად გამოიყენეთ ეს სიტყვათა შეთანხმება – “რუსული სამყარო” – წერია ფოტოზე.
თავდამსხმელების შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკანასკნელი დღეების მანძილზე რუსეთს დასავლეთი ინტენსიურად სდებს ბრალს კიბერშეტევებში და აფრთხილებს, რომ შეწყვიტოს. გასული კვირის მანძილზე მსგავსი გაფრთხილება გაავრცელა აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა. ასევე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიდარწმუნებული ვარ, რომ ამ 25 პროცენტში უმრავლესობა არის სწორედ ჩემი ამომრჩეველი
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები შექმნილია ენმ-ს მხრიდან, ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში – კახა კალაძე