15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ლატვიაში მოსახლეობა მე-15 მოწვევის სეიმის შემადგენლობას ირჩევს. საარჩევნო უბნები დღეს, 8:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

სეიმის არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, რომელთაც სულ, 1428 კანდიდატი ჰყავთ წარმოდგენილი.

წინასწარი გამოკითხვებით, ლატვიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ანდრის კულბერგსის ცენტრისტული „გაერთიანებული სია“ ხმების 14%-ით ლიდერობს. მეორე ადგილს კი მემარჯვენე პოპულისტური „სუვერენული ძალაუფლება“ იკავებს.

ლატვიის 100-ადგილიან სეიმში უმრავლესობის მოსაპოვებლად 51 მანდატია საჭირო.

banner
წინა სტატიაშისოფელ კასრიწყალში არჩევნები ამ დროისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაუკრაინა ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელ 12 ქვეყანას შორის შევიდა