ლატვიაში რუსეთის მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო

ლატვიაში რუსეთის ფედერაციის 985 მოქალაქის გაძევების პროცესი დაიწყო. რუსეთის მოქალაქეებმა ლატვიაში საიმიგრაციო კანონის შესახებ მოთხოვნები არ შეასრულეს და სახელმწიფო ენის გამოცდა არ ჩააბარეს. ამის შესახებ LSM იუწყება.

რუსეთის მოქალაქეებს უკვე გაეგზავნათ შეტყობინება, რომ ლატვია 2 კვირის ვადაში დატოვონ ან მათი სამართლებრივი სტატუსი მოაგვარონ ქვეყანაში.

„შემდეგ ინფორმაციას ვუგზავნით სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს, რათა გადაამოწმონ ბოლო დეკლარირებული საცხოვრებელი ადგილი,“ – განმარტა მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეთა სამსახურის უფროსმა მაირა როუზმა.

ამასთან, „თუ პირი იმყოფება დეკლარირებულ საცხოვრებელ ადგილას, ამ შემთხვევაში ის მიიღებს წასვლის ბრძანებას“, – აღნიშნა ჩინოვნიკმა.

რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ჯერ არ უცდიათ თავიანთი სამართლებრივი სტატუსის დარეგულირება, ასევე შეუძლიათ მიმართონ სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვას, მაგალითად, ქორწინების ან ოჯახის გაერთიანების საფუძველზე.

სეიმის მოქალაქეობის, მიგრაციისა და სოციალური ერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გუნარს კუტრისმა თქვა, რომ „იძულებითი გაძევება აუცილებლად მოხდება“.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
შემდეგი სტატიაენმ კომიტეტის შეფასებაზე: დასტურია, რომ სააკაშვილი ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია