ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, – ამის შესახებ განცხადებას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს ბრძანებით, საქართველოს 2 მოქალაქეს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალა.

„იმიგრაციის შესახებ კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ, საქართველოს ორი მოქალაქის პერსონა ნონ გრატა პირების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო და მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიარჩილ მუსელიანცი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს: თქვენ თუ ვერ შეძლებთ, გთხოვთ, სხვა სასულიერო პირი შემოვიდეს…
შემდეგი სტატიაუილსონი რეპრესიულ კანონებზე: ჯერ პუტინმა მიიღო, შემდეგ მადუროს დიქტატურამ, ბოლოს ოცნებამ