ლატვიამ რუსეთთან ანტიმიგრანტული კედლის შენება დაიწყო

ლატვიამ რუსეთთან ანტიმიგრანტული კედლის შენება დაიწყო

ლატვიამ რუსეთთან ანტიმიგრანტული კედლის შენება დაიწყოლატვიამ რუსეთთან საზღვრის შენება დაიწყო. რესპუბლიკის სასაზღვრო დაცვის ხელმძღვანელის ნორმუნდს გარბარსის თქმით, პროექტი მიგრაციის წინააღმდეგ ხორციელდება.

“პირველი ეტაპისთვის ჩვენ უკვე განვახორციელეთ 10 კილომეტრიან მონაკვეთზე მავთულხლართების გაყვანა იმ ადგილებში, სადაც ყველაზე რთული და კონტროლისთვის მიუწვდომელი ადგილები იყო.” – განაცხადა გარბარსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ იმ ადგილებში, სადაც მავთულხლართები უკვე გაყვანილია, ვეღარ ხერხდება მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთა.

პროექტის განხორციელების იდეა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიბადა, როცა ინიციატივით ქვეყნის შს მინისტრი რიჰარდ კოზლოვსკისი გამოვიდა. მთავრობა მის დასრულებას 4 წელიწადში გეგმავს.

რუსეთთან კედლის აშენებას გეგმავს ასევე უკრაინა – პროექტი 2014 წელს უკვე ჩაეშვა და 2018 წლისათვის დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: ხვალ კარგი დღე გვექნება, მე ძალიან მიხარია ხვალინდელი დღე
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთში 20 ქალი მინიციპალური დეპუტატი გახდა