ლატვიამ რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა

ლატვიის სეიმმა უკრაინაში რუსეთის აგრესია და ომის დანაშაულები გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინული მედია პორტალ delfi-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადაწყვეტილებას პარლამენტის ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ არავინ ყოფილა, თავიც არავის შეუკავებია.

„სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სასტიკ მასობრივ დანაშაულებზე, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მკვლელობებზე, სექსუალურ ძალადობაზე ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში და სხვა ქალაქებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლატვიის სეიმში აცხადებენ, რომ რუსეთის ტაქტიკა გაუსწორდეს მშვიდობიან მოქალაქეებს, საჰაერო დარტყმები მიაყენოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მიწასთან გაასწოროს უკრაინული ქალაქები, სხვა არაფერია თუ არა უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდი.

„ლატვია გმობს გენოციდს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. იცის თავისი ვალდებულება, რომ აღიაროს, აღკვეთოს და გაიხსენოს მომხდარი ტრაგედიები, რათა მომავალში არ განმეორდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირადიკალურ ოპოზიციას პრაქტიკულად რესურსი ამოეწურა, განსაკუთრებით ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ – მაჭარაშვილი
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა ქალაქში 30 მეტრიანი სასაფლაო გათხარეს, ასევე, შეიყვანეს მობილური კრემატორიუმი, რათა გენოციდისა და სამხედრო დანაშაულის ყველა მტკიცებულება გაანადგურონ – მარიუპოლის მერი