ლატვიამ ირაკლი ფირცხალავა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე დაწერა. ბაიბა ბრაჟეს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის საემიგრაციო კანონმდებლობას ეფუძნება.
ბრაჟე წერს, რომ ფირცხალავას ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.
ირაკლი ფირცხალავას რიგაში მდებარე კლუბში 2 აგვისტოს კონცერტი უნდა გაემართა.