ლიეტუვამ და ლატვიამ გამოაცხადეს, რომ მოსკოვისკენ გამგზავრების დროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას არ მოგვცემენ – დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მარშრუტს ვიპოვი,- აცხადებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.
რობერტ ფიცოს მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსკოვისკენ ფრენის დროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას არ მოგვცემენ. რატომ? ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავის ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას არ აძლევენ…
დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მარშრუტს ვიპოვი, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა ჩაშალა ჩვენი გეგმები“, – განაცხადა ფიცომ.














