30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ლატვია უკრაინასთან დრონების წარმოების ერთობლივი ობიექტის აშენებას გეგმავს

Screenshot

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა განაცხადა, რომ ლატვიასა და უკრაინას შორის უპილოტო სისტემების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ერთობლივ წარმოებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც ასეთი ობიექტი რუსეთ – ლატვიის საზღვართან ახლოს უნდა განთავსდეს.

პრემიერის განმარტებით, უკრაინასთან უპილოტო სისტემების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ივნისის დასაწყისში ხელმოწერილი შეთანხმება ერთობლივ წარმოებას მოიცავს. კერძოდ, დაგეგმილია ასეთი ობიექტის დაუყოვნებლივ მშენებლობა ლატვია-რუსეთის საზღვართან.

ანდრის კულბერგსის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ობიექტი საზღვართან ახლოს განთავსდეს. მისი განმარტებით, ამ რეგიონს ეკონომიკური აქტივობა, ინვესტიციები და სამუშაო ადგილები სჭირდება.

ანდრის კულბერგსმა განაცხადა, რომ მისი მიზანია, ლატვიამ წლის ბოლომდე დრონების წინააღმდეგ დაცვაში უკრაინის დონეს მიაღწიოს.

შეგახსენებთ, უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა ივნისის დასაწყისში ტალინში მოაწერეს.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: ელენეს მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად ექიმები შევიდნენ