“ლატვია სრულად უჭერს მხარს ქართველ ხალხსა და მათ სამართლიან მოთხოვნებს” – “კოალიცია ცვლილებისთვის”

“კოალიცია ცვლილებისთვის” ინფორმაციით, ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან შეხვედრები გამართეს.

“შეხვედრებზე დეტალური ინფორმაცია გადავეცით საქართველოში რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების, პოლიტიკური პატიმრების, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები მოსამართლეების, ე.წ. ცრუ-მოწმე პოლიციელებისა და რეჟიმის პროკურორების შესახებ.

ლატვია სრულად უჭერს მხარს ქართველ ხალხსა და მათ სამართლიან მოთხოვნებს.

ყველა თანხმდება, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალ, თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებშია”, – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, ისინი შეხვდნენ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს.

banner
წინა სტატიაშიგანახლებული ციფრული ბარათები საქართველოს ბანკის მობილბანკში
შემდეგი სტატიაზელენსკი: “უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს მინერალების შეთანხმებას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ხელსაყრელ ფორმატში”