ლატვია ქვეყანაში შესვლას საქართველოს კიდევ 13 მოქალაქეს უკრძალავს

მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში, იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ლატვიაში ფიზიკური პირების შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა”, – აცხადებს ბაიბა ბრაჟე.

განცხადება გაავრცელა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ მიიღო გადაწყვეტილება საიმიგრაციო კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლატვიის რესპუბლიკაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული პირების სიაში საქართველოს კიდევ 13 მოქალაქის შეყვანის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: “კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს”
შემდეგი სტატია“ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის ახალი არჩევნების დასანიშნად”-პროევროპული პარტიების ერთობლივი განცხადება